,,ბრუსკეტა" ვიდეო რეცეპტი
ბრუსკეტას რეცეპტი უკვე ატვირთული გვაქვს ჩვენს საიტზე, თუმცა ბევრი ითხოვდა ვიდეოს. ჩვენც, რა თქმა უნდა, არ დავაყოვნეთ! რა თქმა უნდა იგივეს არ გავიმეორებთ, და ამჯერად გთავაზობთ ბრუსკეტას მოცარელათი.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში დაჭერით რამდენიმე ჩერი შუაზე, და დანარცენ მთელ ჩერისთან ერთად დადგით დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და 4 ცალი საშუალოდ დაჭრილი ნიორი. ურიეთ და დატოვეთ ტაფაზე 10-15 წუთი.
ამასობაში დაჭერით პური საშუალო სისქის ნაჭრებად. მოასხით ცოტა ზეთი და გახუხეთ საშუალო ცეცხლზე. ამოატრიალეთ 3 წუთში.
გახუხულ პურს წაუსვით შუაზე გაჭრილი ნიორი. რომ აიღოს არომატი.
ცალკე ჯანში ჩანგლით დაჭყლიტეთ მოცარელა.
ახლა კი ავაწყოთ - გახუხულ პურზე მოათავსეთ მოცარელა, ზემოდან პამიდორი, შემდეგ ბაზილიკი.
მიირთვით გემრიელად!